воскресенье, 17 ноября 2013 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო


 დღე მერვე----დღევანდელ დღეს მოვისმინე და შევისწავლე დიფერენცირებული სწავლის მეთოდები.კარგად გავიაზრე როგორ მომერგო ჩემს პროექტზე შესაბამისი აქტივობები. ჩემი პროექტის ყველა მასალა ჩავალაგე შესაბამის საქაღალდეში.
დღე მერვე----დღევანდელ დღეს მოვისმინე და შევისწავლე დიფერენცირებული სწავლის მეთოდები.კარგად გავიაზრე როგორ მომერგო ჩემს პროექტზე შესაბამისი აქტივობები. ჩემი პროექტის ყველა მასალა ჩავალაგე შესაბამის საქაღალდეში.

суббота, 16 ноября 2013 г.

გავარკვიეთ როგორ უნდა ჩავრთოთ მოსწავლეები პროექტის სასწავლო მიზნებსა და კრიტერიუმების გააზრებაში. განვიხილეთ შეფასების მეთოდები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს თავიანთი სასწავლო სტრატეგიების რეფლექსიებში. შევიმუშავეთ მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებისა თვითშეფასების რუბრიკის ნიმუშები.

суббота, 9 ноября 2013 г.

მე-5 დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მე-3 მოდული. გავეცანი, როგორ გადმოვიწერო ინტერნეტიდან მასალები, ისე რომ არ დავარღვიო საავტორო უფლებები, დავიცვა ეთიკის წესები და ნორმები. უფრო ნათლად ჩამოვაყალიბე პროექტის მიმდევრობა. აგრეთვე გავეცანი გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს , რომელსაც მოვარგებ საკუთარ პროექტს.

воскресенье, 20 октября 2013 г.

-რეფლექსია - როგორ გავახალისოთ ბავშვები

ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს სასწავლო პროექტს, ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტულ სწავლებას, რაშიც კიდევ უფრო ვრწმუნდები რადგანაც ამ დროს ბავშვების ფანტაზია, მათი შემოქმედება, ჩართულობა და ინტერესი ისე ვერ გამოვლინდება გაკვეთილზე, როგორც პროექტის დროს, აქ ნებისმიერი ნიჭის მქონე მოსწავლეს გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია, ტრენინგზე უკეთ გავიაზრე როგორ განვახორციელო პროექტი სწორი თანმიმდევრობით, თვითო პროექტის თემა და მიზნები სწორად უნდა იყოს მორგებული მოსწავლეების ცოდნასა და შესაძლებლობებზე. ძალიან მინდა საინტერესო პროექტი განვახორციელო და ჩემს მოსწავლლებს კიდევ უფრო გავუზარდო მოტივაცია, შემოქმედებითი უნარები და ჩემმა მოსწავლეებმა უკეთესად ისწავლონ მოვლენების კვლევა და პრობლემების დანახვა, პასუხისმგებლობის განაწილება და საკუთარი შეფასება.