воскресенье, 20 октября 2013 г.

-რეფლექსია - როგორ გავახალისოთ ბავშვები

ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს სასწავლო პროექტს, ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტულ სწავლებას, რაშიც კიდევ უფრო ვრწმუნდები რადგანაც ამ დროს ბავშვების ფანტაზია, მათი შემოქმედება, ჩართულობა და ინტერესი ისე ვერ გამოვლინდება გაკვეთილზე, როგორც პროექტის დროს, აქ ნებისმიერი ნიჭის მქონე მოსწავლეს გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია, ტრენინგზე უკეთ გავიაზრე როგორ განვახორციელო პროექტი სწორი თანმიმდევრობით, თვითო პროექტის თემა და მიზნები სწორად უნდა იყოს მორგებული მოსწავლეების ცოდნასა და შესაძლებლობებზე. ძალიან მინდა საინტერესო პროექტი განვახორციელო და ჩემს მოსწავლლებს კიდევ უფრო გავუზარდო მოტივაცია, შემოქმედებითი უნარები და ჩემმა მოსწავლეებმა უკეთესად ისწავლონ მოვლენების კვლევა და პრობლემების დანახვა, პასუხისმგებლობის განაწილება და საკუთარი შეფასება.

1 комментарий:

  1. III დღის რეფლექსია
    განვიხილე ჩემი პროექტის მიზნები და ინდიკატორები, რომელიც შეესაბამება XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს. ჩამოვყალიბდი ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებში. მიზნების ჩამოყალიბებისას გავითვალისწინე მოსწავლის მიერ მისაღწევი მაღალი სააზროვნო უნარები, რომელიც შევადარე ბლუმის ტაქსონომიას. განვიხილე და ჩავწერე საკვანძო სიტყვები, გავაკეთე პროექტის მონახაზი და დავიწყე პროექტის დაგეგმვა.
    IV დღის რეფლექსია
    განვიხილე შეფასების სტრატეგიები, ფორმები, შევადგინე შეფასების დროში გაწელილი გეგმა. ვისწავლე როგორ ავტვირთოთ youtube_ზე მასალა და დავდოთ ლინკი პრეზენტაციაზე.

    ОтветитьУдалить