воскресенье, 20 октября 2013 г.

-რეფლექსია - როგორ გავახალისოთ ბავშვები

ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს სასწავლო პროექტს, ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტულ სწავლებას, რაშიც კიდევ უფრო ვრწმუნდები რადგანაც ამ დროს ბავშვების ფანტაზია, მათი შემოქმედება, ჩართულობა და ინტერესი ისე ვერ გამოვლინდება გაკვეთილზე, როგორც პროექტის დროს, აქ ნებისმიერი ნიჭის მქონე მოსწავლეს გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია, ტრენინგზე უკეთ გავიაზრე როგორ განვახორციელო პროექტი სწორი თანმიმდევრობით, თვითო პროექტის თემა და მიზნები სწორად უნდა იყოს მორგებული მოსწავლეების ცოდნასა და შესაძლებლობებზე. ძალიან მინდა საინტერესო პროექტი განვახორციელო და ჩემს მოსწავლლებს კიდევ უფრო გავუზარდო მოტივაცია, შემოქმედებითი უნარები და ჩემმა მოსწავლეებმა უკეთესად ისწავლონ მოვლენების კვლევა და პრობლემების დანახვა, პასუხისმგებლობის განაწილება და საკუთარი შეფასება.